понедельник, 12 января 2009 г.


მე ვარ ანი ტატიშვილი. დავიბადე ქალაქ გორში, 2001 წლის 9 თებერვალს. ეს სახელი ჩემმა მამიკომ დამარქვა დიდი ბებიის საპატივსაცემოდ. მე ძალიან მომწონს ჩემი სახელი.
ანა - ძველი ებრაული სახელია.
ეს სახელი ერქვა ღვთისმშობელ მარიამის დედას, წინასწარმეტყველს და რამდენიმე მოწამეს. სახარებასა და სხვა უძველეს ტექსტებში გვხვდება ორგვარი დაწერილობით : ანა, ანნა - ,, იყო ანა ( მუნ ანნა ჩ) წინასწარმეტყუელი, ასული ფანუველისი " ( DE ლუკა 2, 36 ).

ანა დედოფალი იმერეთის მეფის ,დავით გიორგის ძის მეუღლე იყო. მისი მამა მამუკა დიმიტრი ორბელიანისა და ერეკლე მეორის დის , ანა ბატონიშვილის ვაჟი იყო, დედა კი - ელიზბარ ქსნის ერისთავის და მაია გიორგი ყულარაღასის ასული. მამუკა ადრე გარდაცვლილა, 1770 წელს და მის მეუღლე მაიას დარჩენია ორი შვილი ვაჟი და ქალი ანა, რომელიც 1784 წლიდან იმერეთის დედოფალი ხდება.
დედოფალი ანა იმერეთის მეფის სოლომონ მეორის მიერ დევნილი, რუსეთის მთავრობის ნებართვით 1802 წელს საბოლოოდ სახლდება რუსეთში .მან იმპერატორ ალექსანდრეს ჩარევის წყალობით მოახერხა პატიმრობიდან გამოეხსნა თავისი ვაჟი კონსტანტინე, რომელიც სოლომონ მეორეს მუხურის ციხეში ჰყავდა გამომწყვდეული.
ანა დედოფალი უაღრესად განათლებული, მწიგნობარი და ქართული კულტურის მოღვაწეთა დიდი მეცენატი იყო. მას ძვალ-რბილში ჰქონდა გამჯდარი ის დიდი და ფართე ლიტერატურული ტრადიციები, სიყვარული მშობლიური ენისა და მწერლობისა, რაც ორბელიანთა გვარს ოდითგანვე მოსდევდა.

ანა დედოფლის დაკვეთით მრავალი ხელნაწერი იქნა გადანუსხული, რომლებმაც ჩვენამდე მოაღწია. მისი დაკვეთით მოხდა ასლან საფიროვის მიერ ,, ვეფხისტყაოსნის " გადაწერა, რომელიც დამთავრებულა 1823 წლის 23 თებერვალს, პეტერბურგში. გადამწერის ანდერძში ვკითხულობთ : ,, წელსა 1823 სანტ - პეტერბურღსა შინა სრულ იქმნა მათმა უმაღლესობამ იმერეთის დედოფალმა ანნამ დამაწერინა მე, უკეთუ რასმე შეცდომა იყოს. შენდობას ვმოქნეობ, ასლან საფიროვ თებერვლის კ - ".


ჩემი მოსახელეა ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი.

თბილისელ ჩოგბურთელს ამჟამად მსოფლიო რეიტინგში 165-ე ადგილი უკავია, რაც მის კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელია.
ანას პროფესიულ ტურში 13- დან 3 მატჩი აქვს მოგებული, მისი საპრიზო მონაგარი კი 96916 დოლარია.
ვამაყობ, რომ ასეთი ცნობილი ადამიანების მოსახელე ვარ და ვეცდები მეც ღირსეული ქართველი ვიყო.